ფრინველებს დედამიწის მაგნიტური ველის „წაკითხვა“ შეუძლიათ

2021.04.26
ფრინველებს დედამიწის მაგნიტური ველის ...
Eurasian Reed Warbler_credit Frans Vandewalle flickr
ფრინველთა მოყვარულებს ძალიან უხარიათ იმ იშვიათი ფრინველის ნახვა, რომელმაც მიგრაციისას თავის კურსს გადაუხვია. თუმცა, ასეთი შემთხვევები საკმაოდ იშვიათია და ამის მიზეზიც არსებობს; ფრინველთა უმეტესობას შეუძლია გზის გაგნება და დანიშნულების ადგილამდე სწორად ჩასვლა, მარშრუტის დიდ მანძილზე აცდენის შემთხვევაშიც კი.
უკანასკნელმა კვლევამ ფრინველთა მოგზაურობის შესახებ ახალი ინფორმაცია მოგვცა.
სამეცნიერო ჟურნალში Current Biology, ბანგორისა და კილის უნივერსიტეტების მკვლევარებმა აღწერეს, თუ როგორ უბრუნდებიან მეჩალიები თავიანთ ნორმალურ მარშრუტს, უცნობი ადგილებიდანაც კი.
დედამიწის სხვადასხვა ადგილს დამახასიათებელი გეომაგნიტური “ხელწერა“ აქვს. ფრინველები ამ მარშრუტებს კარგად იცნობენ და შორეულ, სრულიად უცხო ადგილებში მოხვედრისასაც კი სწორ მარშრუტს უბრუნდებიან.
 
წყარო:
მალასები  Bangor University.
შენიშვნა: Content may be edited for style and length.
ფოტო: Frans Vandewalle,  CC licence
Read also: