Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   სიახლეები   ›   კატები და ბიომრავალფეროვნება
Print
Send to friend

კატები და ბიომრავალფეროვნება

2021.04.26
კატები და ბიომრავალფეროვნება
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ შინაური კატები ველური სახეობებისთვის, მათ შორის ფრინველებისა და პატარა ძუძუმწოვრებისთვის, ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენენ. თუმცა, ჟურნალ Current Biology -ის მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ კატების მავნე ზეგავლენის შემცირება ჩვენი საყვარელი კომპანიონების დაზარალების გარეშეც შეიძლება.
კვლევის მიხედვით, შინაური კატები ნაკლებად ნადირობენ მაშინ, როდესაც მათ დიეტაში მრავლადაა ხორცი და ცხოველური ცილა.
მეორე ეფექტური გამოსავალი კატებთან თამაშია. თამაშისას ისინი ნადირობას ბაძავენ და, შესაბამისად, ნადირობის მოთხოვნილებაც ნაკლებად უჩნდებათ.
„მიუხედავად იმისა, რომ კატების სახლში ყოფნა ნადირობის თავიდან აცილების ყველაზე უტყუარი მეთოდია, ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ნაკლებად აგრესიული მეთოდების გამოყენებით და კატების შეუზღუდავადაც შესაძლებელია თავად კატის ქცევის შეცვლა“ - ამბობს რობი მაკდონალდი ექსტერის უნივერიტეტის გარემოსა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტიდან.
 
კატების პატრონების უმეტესობას არ უნდა, რომ ის ნადირობდეს. ფრინველების დაცვის ერთ-ერთი გზა კატისათვის ნათელი ფერის საყელურის შებმაა. თუმცა, ამ ფერს ძუძმწოვრები ვერ ამჩნევენ. თანაც, საყელური ბევრი კატისთვის არასასიამოვნო და შემაწუხებელიც არის. ამიტომაც მაკდონალდმა და მისმა კოლეგებმა სხვა სტრატეგიები მოსინჯეს - ხორციანი დიეტა, თამაში - ორივე მათგანი კატებში ნადირობის მოთხოვნილებას ამცირებს.
კვლევაში ბრიტანეთის 219 ოჯახი 12 კვირის განმავლობაში იყო ჩართული. დაკვირვება 355 კატაზე მოხდა. აღმოჩნდა, რომ ხორცისაგან ცხოველური ცილის მიღების შედეგად კატების მიერ გარეული ცხოველების დახოცვა 36% -ით შემცირდა.
კატის საკვების მწარმოებელი ზოგიერთი კომპანია ხორცის მაგივრად სოიოს იყენებს. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ისინი „სრულყოფილ რაციონს“ გვთავაზობენ, შესაძლებელია ნუტრიენტების ნაკლებობამ კატებს ნადირობისკენ უბიძგოს.
თამაშის ექსპერიმენტისას კატებს შეეძლოთ ჩასაფრებოდნენ, ედევნათ და „თავს დასხმოდნენ“ მსხვერპლს - ჯოხის ბოლოზე ჩამოკიდებულ ბუმბულს ან თაგვის ფორმის სათამაშოს. დღეში 5-10 წუთით თამაშის ამ ფორმამ ნადირობა 25% -ით შეამცირა.
მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შემდგომში კატების მიერ ნადირობის შემცირების კიდევ უფრო ეფექტურ მეთოდს მიაგნებენ.

This work was supported by SongBird Survival and the University of Exeter.
Current Biology, Cecchetti et al.: "Provision of high-meat-content food and object play reduce predation of wild animals by domestic cats Felis catus" https://www.cell.com/current-biology/fulltext/S0960-9822(20)31896-0
Read also:

Spring Alive is supported by

HC Group