Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   სიახლეები   ›   როგორ დავიცვათ ფრინველების ბუდეები
Print
Send to friend

როგორ დავიცვათ ფრინველების ბუდეები

2021.04.26
როგორ დავიცვათ ფრინველების ბუდეები
ყოველ გაზაფხულზე ფრინველები უზარმაზარ დროსა და ენერგიას კვერცხებსა და ბარტყებზე ზრუნვაში ხარჯავენ. თუ მათი დახმარება გსურთ, რამდენიმე მარტივ რჩევას გაგიზიარებთ, რათა თქვენი ბაღისა და ადგილობრივი მობუდარი ფრინველები უსაფრთხოდ იყვნენ. 
 
წარმოიდგინეთ ათასობით კილომეტრის გადაფრენა საბუდარ ადგილებამდე მისაღწევად, ლამაზი გალობითა და საოცარი ბუმბულით შეჯიბრება მეწყვილის საპოვნელად. ამის შემდეგ ბუდის აშენება პაწაწინა ჩხირებისა და ბალახისაგან, კვერცხებზე ზრუნვა და მათი გათბობა მთელი დღისა და ღამის განმავლობაში. თუმცა, ნამდვილი სირთულეები  ბარტყების გამოჩეკვისას იწყება. ყოველი წამი პატარა, მშიერ, წრიპინა ნისკარტებში საკვების ჩადებაში იხარჯება. ნებისმიერი მშობელი გეტყვით, თუ რა რთულია პატარების გამოზრდა. დახმარება მობუდარ ფრინველებსაც კი სჭირდებათ. SpringAlive-ის წლევანდელი თემა ფრინველთა ბუდეების დაცვაა. ამ სტატიაში იპოვით რამოდენიმე რჩევას, რომლებიც დაგეხმარებათ ხელი შეუწყოთ თქვენ მახლობელ ფრინველებს ჯანმრთელი ბარტყების გაზრდაში. 
 
თუ გიყვართ ფრინველები, ნუ შეაწუხებთ მათ
ეზოში ფრინველის ბუდის პოვნა ნამდვილად აღმაფრთოვანებელი და საინტერესო მოვლენაა. თუმცა, მისი აღმოჩენისთანავე უნდა გაეცალოთ. მიახლოებისას იზრდება ბუდის დაზიანების რისკი - ფრინველებისთვის ხმამაღალი ბგერები და შეწუხებაც კი საკმარისია, რომ ბუდე მიატოვონ. ასევე ზრდით შანსებს, რომ მას სხვა მტაცებლებმაც მიაგნონ. თუ ბუდე მიწაზეა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯოხი ადგილის მოსანიშნად, შემთხვევით რომ არ მიუახლოვდეთ. მეცნიერები გვირჩევენ, დასახლებულ ადგილებში მტაცებლების ბუდეებისგან სულ მცირე 60 მეტრიანი დისტანცია დავიცვათ. მათზე დაკვირვება კი ბინოკლებითაც შეგიძლიათ. 
 
გაზარდეთ ბაღი ხეები, ბუჩქები, მდელოები და დაბალი მცენარეულობა - ესენი ის მყუდრო ადგილებია, სადაც ფრინველებს ბუდეების მოწყობა და ბარტყების გამოზრდა უყვართ. თუ შეამჩნევთ, რომ მათ ბუდის აგება დაიწყეს, ნუ გასხლავთ და გადაჭრით ამ მცენარეებს მანამ, სანამ ბუდობის სეზონი არ დასრულდება. მაგალითისათვის, ჩრდილოეთ ევროპაში გაზონების 
გაკვრეჭვისა და ბუჩქების შეთხელებისაგან თავის შეკავება თებერვლიდან აგვისტომდე უნდა მოხდეს. შეგიძლიათ მოძებნოთ ბუდობის დროები თქვენი ქვეყნის შესაბამისად. 
 
ააშენეთ მტაცებლებისაგან შეუვალი ფრინველის სახლი
ადგილობრივი მტაცებლები ბუნებისა და ეკოსისტემის ნაწილი არიან. თუმცა, თუ ინვაზიური სახეობების გეშინიათ, ან თქვენს ბაღში განსაკუთრებით იშვიათმა ფრინველმა დაიბუდა და მისი დაცვა გსურთ, ჩვეულებრივი ფრინველის სახლის გადაკეთება შეგიძლიათ ისე, რომ მტაცებლებს მასში შეღწევა გაუჭირდეთ. შეგიძლიათ, შესასვლელი გაამაგროთ მეტალის ფირფიტით. ამგვარად მას მღრღნელები ვერ გააფართოებენ. იგივე მიზნით შეგიძლიათ გააკეთოთ მცირე, 5-8 სმ-ის სიგრძის გვირაბისმაგვარი შესასვლელი ხვრელის მაგივრად. სახურავის წინა მხარის 12 სმ-ით გაზრდა ასევე შეამცირებს მტაცებლებისაგან ყუთში შეღწევის შანსებს. ასევე მნიშვნელოვანია ადგილმდებარეობა: იდეალურია, როცა ყუთი მიწიდან სულ მცირე 3 მეტრის სიმაღლეზეა, შენობების, ისეთი ბუჩქებისა და  ხეებისაგან მოშრებით, საიდანაც მტაცებლები ყუთზე აცოცდებიან. ყუთის მეტალის სვეტზე მიმაგრება კი ყველაზე გამოცდილ მცოცავებსაც ააღებინებს ხელს განზრახვაზე!
 
ბუდე საფრთხეშია? ნუ გაჩუმდები!
ბევრი ქვეყანა მობუდარ ფრინველებს კანონით იცავს. თუ შეამჩნევთ, რომ ვინმე კვერცხებს ან ბარტებს იპარავს, ან ფრინველებისათის მნიშვნელოვანნი ჰაიტატი საფრთხეშია განადგურების თუ მშენებლობის გამო, შეატყობინეთ ადგილობრივ პასუხისმგებელ ორგანოს. გახსოვდეთ, რომ თქვენი უსაფრთხოება უმთავრესია და  დამნაშავესთან პირდაპირი კონტაქტი არც თუ ისე კარგი იდეაა. ამის მაგივრად შეგიძლიათ შეატყობინოთ ადგილობრივ სამართალდამცავებსა თუ პასუხისმგებელ დაწესებულებებს. 
 
მხარი დაუჭირეთ ბუნების კონსერვაციას
გარემოსდაცვითი ორგანიზაციები, მაგალითად BirdLife International, პროექტ Spring Alive-ის ორგანიზატორი, მობუდარი ფრინველების ყველაზე მნიშვნელოვანი ჰაბიტატების დაცვაზე მუშაობენ.  დონაციით, მოხალისეობითა და უბრალოდ ინფორმაციის გავრცელებითაც შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ კონსერვაციას და საყვარელი სახეობების შენარჩუნებას. 
 
 
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.springalive.net
გამოიწერეთ Spring Alive  Facebook,  YouTube , Flickr
საბუკო - Birdlife Georgia www.sabuko.org
Read also:

Spring Alive is supported by

HC Group