Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   სიახლეები   ›   ნამგალები სისწრაფის მსოფლიო რეკორდს ხსნიან
Print
Send to friend

ნამგალები სისწრაფის მსოფლიო რეკორდს ხსნიან

2021.06.04
ნამგალები სისწრაფის მსოფლიო რეკორდს ...
Swifts have a highly mobile lifestyle; courtesy of: Wiesław Król
 
ნამგალებს ერთ-ერთი უსწრაფესი ფრინველის ტიტული ტყუილად არ დაუმსახურებიათ. ისინი გაადამფრენი ფრინველები არიან და ბუდობის გარდა, მთელ დანარჩენ დროს ცაში ატარებენ - წელიწადში დაახლოებით 10 თვეს დაფრინავენ. მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ ისინი დღეში საშუალოდ 500 კმ-ს ფარავდნენ. ჟურნალ iScience -ში გამოქვეყნებული  20 მაისის სტატიის მიხედვით, რეალური რიცხვი დღეში 570 კმ-ია. თუმცა, მათ უფრო მეტი მანძილის დაფარვაც შეუძლიათ. დაფარული მანძილის მაქსიმუმი, რაც მეცნიერებს ოდესმე დაუფიქსირებიათ, ზედიზედ ცხრა დღის განმავლობაში, დღიურად 830 კმ-ზე მეტი იყო.
ნამგალები მიგრაციამდე  მცირე ზომის გადამცემებით მონიშნეს. რადგანაც ისინი ძველ საბუდარ ადგილებში ბრუნდებიან, გადამცემთა უმეტესობის შემოწმება მოხერხდა.
 
ნამგალები, რომლებიც ევროპის ყველაზე ჩრდილოეთით ბუდობენ, ყველაზე სწრაფად მიგრირებენ. მიგრაციისას ყოველდღე ისვენებენ, იკვებებიან და გზას აგრძელებენ. მათი მთავარი საკვები მფრინავი მწერებია.
 
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ნამგალებს მიგრაციისას უპირატესობა აქვთ, ქარია. აღმოჩნდა, რომ ისინი თავიანთ მოგზაურობას ზურგის ქარის შესაბამისად გეგმავენ. მეცნიერებმა არ იციან, თუ როგორ ახერხებენ ნამგალები ქარის მიმართულების წინასწარ გამოთვლას, თუმცა სავარაუდოდ ატმოსფერულ წნევას ეყრდნობიან.
 
ნამგალების ფრენის სიჩქარე, სხვა მცირე ზომის გადამფრენ ფრინველებთან შედარებით, შესაძლოა არც ისე შთამბეჭდავი იყოს, მაგრამ კვებისა და ზურგის ქარის
საშუალებით მათი მიგრაციის სისწრაფე ნამდვილად გამორჩეულია.
 
მეცნიერები შიშობენ, რომ ნამგალებს პესტიციდებისა და კლიმატის ცვლილების გამო დიდი საფრთხე ემუქრებათ, რადგანაც მთლიანად მწერებზე არიან დამოკიდებული.
 
Story Source:
Materials provided by Cell Press. Note: Content may be edited for style and length.
Read also:

Spring Alive is supported by

HC Group