Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   რა არის პროექტი Spring Alive
Print
Send to friend

რა არის პროექტი Spring Alive

Spring Alive საერთაშორისო პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებისათვის  ბუნებისა და გადამფრენი ფრინველების დაცვისადმი ინტერესის გაღვივებას. ამ პროექტის საშუალებით გაიგებთ Birdlife- და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებაც, რაც მათში მონაწილეობის საშუალებას მოგცემთ.
ბავშვები ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და აფრიკიდან ქმნიან რუკას. რუკა იქმნება იმ აღნიშვნების მიხედვით, რომლებსაც ისინი ამატებენ სოფლის მერცხალის, გუგულის, ნამგალას, თეთრი ყარყატის, მენაპირე მერცხალისა და ოქროსფერი კვირიონის პირველად დანახვისას. შედეგები ჩვენს საიტზე ფიქსირდება.
რაც უფრო მეტი აღნიშვნა კეთდება, მით უფრო მუქდება გეოგრაფიული ზოლები. ამის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ თვალი ადევნოთ გაზაფხულის შემოსვლას.
პროექტი 2006 წელს დაიწყო. თავიდან ის მხოლოდ ევროპას მოიცავდა, შემდეგ კი შუა ზიასაც. 2010 წელს  შეუერთდნენ ქვეყნები აფრიკიდან.
მართალია, ყოველწლიური  რუკის შექმნაში მონაწილეობა მთავარი პრინციპია, მაგრამ  Springalive უფრო მეტია. ის მოიცავს საკლასო თუ კლასგარეშე აქტივობებს, ღონისძიებებს ღია ცის ქვეშ. მასში ჩართულია უამრავი ბავშვი, სკოლა. საზოგადოების ნებისმიერ წევრს ეძლევა საშუალება, მონაწილეობა მიიღოს კონსერვაციულ საქმიანობაში.
პროექტი ორგანიზებულია OTOP- ის , BirdLife- პარტნიორი ორგანიზაციის მიერ პოლონეთში.  
 
 

Spring Alive 2019 is supported by

HC Group