Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   ოქროსფერი კვირიონი
sound offsound on
Print
Send to friend

ოქროსფერი კვირიონი


 
ოქროსფერი კვირიონი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე  ფერადი ფრინველია. მისი სხეულის ქვედა მხარე მოლურჯო-მწვანეა და ზედა მხარე წითელი და ფორთოხლისფერი, თუმცა ზედა მხარესაც ურევია მომწვანო შეფერილობა. ნისკარტის ქვეშ  ყვითელი ლაქაა, წითელ თვალთან კი -  შავი ზოლი.  მიუხედავად ასეთი თვალშისაცემი შეფერილობისა, მისი დანახვა ყვავილებით სავსე მინდორში ძნელია. ამ ფრინველებზე დაკვირვებაში ის გვეხმარება, რომ  მავთულებსა და განცალკევებით მდგარ ხეებზეც სხდებიან, საიდანაც მწერებს ათვალიერებენ.
როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან ზრდასრული და ახალგაზრდა კვირიონი?
ახალგაზრდა კვირიონი ნაკლებად კაშკაშაა ფერებით. ზრდასრულებზე მცირე ზომისაა. პატარებს არც შუა, გრძელი ბუმბული აქვთ კუდზე.
რას ჭამენ?
ძირითადად მწერებით იკვებებიან, რომლებსაც ფრენისას იჭერენ. ხშირად ნადირობენ ფუტკრებზე, კრაზანებსა და ბაზზე. ხანდახან - ნემსიყლაპიებზე. ყოველდღიურად, გამოკვების პერიოდში 225 ფუტკრის მასის ტოლი მწერების დაჭერა უწევთ.
კვირიონის ბუდე
ეძებს გაშლილ ტერიტორიას  სხვადასხვაგვარ ლანდშაფტზე, ხშირად წყლის ახლოს. ბუდეს აშენებენ თიხნარზე. ფერდობზე თხრიან გვირაბს, რომელიც ბოლოვდება ღრუთი. კვირიონები სოციალური ფრინველები არიან და ცხოვრობენ ჯგუფებად. ერთმანეთს ბარტყების აღზრდაში ეხმარებიან.
ზამთრობა
კვირიონების ზამთრობის ადგილები მდებარეობს აფრიკაში, საჰარას უდაბნოს სამხრეთით.
ოქროსფერი კვირიონების პოპულაცია ევროპაში: ძირითადად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში რჩებიან.

Spring Alive is supported by

HC Group