Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის
Print
Send to friend

კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

Threats and hazards to migrating birds
Photo – Cezary Korkosz
გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო? იქნებ შენი საყვარელი ადგილი გაქვს ბუნებაში და გინდა დარწმუნდე, რომ ის დაცული იქნება?
შენი, როგორც ადგილობრივის ცოდნა, უპირატესობას გაძლევს. პირველი, რაც უნდა გააკეთო ის არის, რომ დაუკავშირდე Birdlife -   პარტნიორს შენს ქვეყანაში და შეატყობინო საფრთხის შესახებ.
შესაძლოა იპოვო ჯგუფი, რომელიც ამ ადგილის დასაცავად უკვე იბრძვის. თუ არა,  შეგიძლიათ თავად წამოიწყო კამპანია, რომელშიც ორგანიზაცია ან დაგეხმარება, ან საჭირო ადამიანებთან დაგაკავშირებს.
მოუყევი ადგილობრივ გაზეთსა თუ რადიოს პრობლემის შესახებ. გამოაქვეყნე პოსტი, თუნდაც - ფეისბუქზე. სთხოვე მეგობრებს, რომ გააზიარონ. შესაძლოა, შენს გარდა კიდევ მრავალ ადამიანს აინტერესებდეს ეს საკითხი და სიხარულით შემოგიერთდეს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ხშირად იღებს მონაწილეობას იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ამ ტერიტორიას შეეხება. მიმართე  მათ და უთხარი, თუ რატომ უნდა იყოს ეს ადგილი დაცული.
თუ პრობლემა ნარჩენების გადაყრას, მახეებს და ნადირობას შეეხება, დიდი ალბათობით - უკანონოა. შეატყობინე შესაბამის ორგანოს.

ადამიანთა ძალისხმევას შეუძლია შეინარჩუნოს განსაკუთრებული ადგილები
ამ პარაგრაფში მოთხრობილია, თუ როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია განადგურებისაგან.
ბოლო წლებში ჩვეულებრივმა ადამიანებმა შეძლეს და ბევრი ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია გადაარჩინეს.
როსპუდას ხეობა, სამხრ. აღმოსავლეთ პოლონეთში, ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ველური ადგილია. ეს ტორფით მდიდარ, ჭარბტენიანი ტერიტორიები და უძველესი ტყე მრავალი სახეობის რეფუგიუმს წარმოადგენს - ფოცხვერის, მგლის, თახვის, თეთრკუდა ფსოვის, რუხი წეროს, ღალღას....
1996 წელს დეველოპერებმა წარადგინეს შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმა, რომელიც სწორედ ამ ხეობაზე უნდა გასულიყო.  ამან დიდი პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების თანამშრომლობამ და მათ მიერ წამოწყებულმა კამპანიამ განაპირობა ხეობის გადარჩენა..
მალტაში მოხალისეებს დიდი როლი აკისრიათ გადამფრენი ფრინველების უკანონო ხოცვის შეჩერებაში. ყოველწლიურად, Birdlife მალტა ორ კონსერვაციულ ბანაკს უწევს ორგანიზებას - აპრილსა და სექტემბერში.
მოხალისეები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან მალტაში და პოლიციას არალეგალური ნადირობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ეხმარებიან.
სამხრეთ აფრიკაში, ვაკერსტრუმის ჭარბტენიანი ტერიტორიები ფრინველთა ასობით სახეობისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენენ. მათ შორის არიან წეროების იშვიათი სახეობები და გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ამის გარდა, ეს ადგილი სამხრეთი აფრიკის მდინარეთა სისტემების მომარაგების მნიშვნელოვანი წყაროა.
2008 წელს ამ ტერიტორიას დიდი საფრთხე დაემუქრა, რადგანაც მისი ქვანახშირის მაღაროდ გადაკეთება დაიგეგმა. Birdlife-ს პარტნიორებმა სამხრეთ აფრიკაში, ადგილობრივი ფრინველთა კლუბების დახმარებით, ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც შეუდგა ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ლობირებას.
2010 წელს კომპანიამ არა მხოლოდ გააუქმა პროექტის გეგმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს გაწეული მუშაობის ხარჯებიც აუნაზღაურა. ამავე წლის ბოლოს ამ ადგილმა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიიღო (Kwamand-langampisi Protected Environment).

Spring Alive 2019 is supported by

HC Group