Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება
Print
Send to friend

თეთრი ყარყატის ბუდეების მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება

Threats and hazards to migrating birds
Photo – Ludek Culik
როდესაც ყარყატები ბუდისათვის მასალას აგროვებენ, ისინი ხშირად ადამიანის მიერ შექმნილ ნივთებსაც იღებენ, რაც სახიფათოა.
1980-იანი წლებიდან, პლასტმასის თოკების წარმოების დაწყების  შემდეგ, ისინი ბევრ ბუდეშია ნაპოვნი. საფრთხე ძირითადად ახალგაზრდა ფრინველებს ექმნებათ, რომლებიც მასში ფეხებითა და ფრთებით იხლართებიან და არა მხოლოდ სერიოზულ ტრავმებს იღებენ, იღუპებიან კიდეც.
კიდევ ერთ სერიოზულ პრობლემას პოლიეთილენის პარკები წარმოადგენს. თუ მასში ბარტყი თავს შეყოფს და დროულად ვერ გამოიხსნება, აუცილებლად გაიგუდება.
თქვენ შეგიძლიათ ამ ფრინველებს მათი ბუდის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებით დაეხმაროთ. მოაშორეთ პლასტმასის ჯოხები, პარკები, საწრუპები და სხვა ნებისმიერი სახიფათო რამ იმ ადგილებიდან, სადაც ყარყატები იკრიბებიან, იკვებებიან ან ბუდის ასაშენებელ მასალას აგროვებენ. თუ დაშავებულ ფრინველს ნახავთ, შეატყობინეთ მახლობელ ფრინველთა დაცვის ორგანიზაციას.
 

Spring Alive 2019 is supported by

HC Group