Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   კლიმატის ცვლილების შესახებ
Print
Send to friend

კლიმატის ცვლილების შესახებ

 
კლიმატი გარკვეულ ადგილებზე წლიდან  წლამდე განმეორებადი ამინდის ტიპი
მაგალითად, გაზაფხულის დღე ერთ ადგილას შეიძლება იყოს წვიმიანი, მაგრამ ადამიანებმა, რომლებიც ამ ადგილას ცხოვრობენ, იციან, რომ გაზაფხული რეგიონში ძირითადად მზიანი და თბილი, კლიმატი კი - მშრალია, მიუხედავად ერთი დღის წვიმისა. კლიმატის ცვლილება გავლენას ახდენს ამინდზე. მაგალითად, წლების განმავლობაში ზამთარი უფრო და უფრო თბილი ხდება, ზაფხული კი - ცხელი და მშრალი.
კლიმატის ცვლილება გლობალური დათბობით არის გამოწვეული, რომელიც მაღლა სწევს დედამიწის საშუალო ტემპერატურას. დედამიწაზე დათბობასთან ერთად იცვლება წვიმის თავისებურებები, ზღვის დონე, რაც თავისთავად ზემოქმედებს ბიომრავალფეროვნებასა და ადამიანებზეც. როდესაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებაზე საუბრობენ, ისინი ზოგადად გულისხმობენ " სათბურის გაზები" ეფექტს და გლობალურ დათბობას.
სათბურში შუშის ფანჯრები მზის სხივებს ატარებს, მაგრამ სითბოს გარეთ არ უშვებს. ამის შედეგად შიგნით თბილა და მცენარეები იზრდებიან ისეთ ადგილებშიც, რომლებიც მათთვის, წესით, ძალიან ცივი უნდა იყოს. დედამიწა ატმოსფეროთია გარშემორტყმული. ატმოსფერო შედგება სხვადასხვა აირებისაგან. მათ შორის ზოგიერთი, მაგ. ნახშირორჟანგი, იმავე როლს ასრულებს, რასაც - შუშის ფანჯრები სათბურისათვის.
სათბურის გაზები ბუნებრივი მოვლენაა, ოღონდ - მხოლოდ სწორი პროპორციებით. ამ გაზების გარეშე დედამიწა ცივი და სიცოცხლესთან შეუთავსებადი იქნებოდა. თუმცა, როდესაც სათბურის ეფექტი ძალიან ძლიერია, დედამიწაზე ტემპერატურა ძალიან სწრაფად და ძალიან მაღლა იწევს. ტემპერატურის უმცირესი ცვლილებაც კი დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მცენარეებსა და ცხოველებზე. ტემპერატურის კიდევ უფრო აწევასთან ერთად გახშირდება ამინდის ექსტრემალური პირობები: ქარიშხლები, წყალდიდობები, გვალვა და შტორმი. ზღვის დონე კი იწევს პოლარული ყინულის დნობის შედეგად. სეზონების დაწყებისა და დამთავრების დროები იცვლება.
კლიმატზე დასაკვირვებლად ერთ-ერთი გზა გადამფრენი ფრინველების მიგრაციის დროზე თვალის დევნებაა: სწორედ ეს არის პროექტ SpringAlive- იდეა!
კლიმატის ცვლილებასთან ერთად იცვლება გადამფრენი ფრინველების ცხოვრებაც: ისინი უფრო ადრე ბრუნდებიან ზამთრობის ადგილებიდან და შესაბამისად, კვერცხებსაც ადრე დებენ. ამის გამო ექმნებათ საკვების პრობლემა. ვერ პოულობენ მწერებსა თუ ხილს, რადგან ჯერ კიდევ ადრეა. მათი ძველი საცხოვრებელი გარემოც შეცვლილია - შეიძლება იყოს ძალიან მშრალი, ნოტიო ან თბილი. ამის გამო უწევთ ახალი საბინადრო ადგილების ძებნა.
რა შეიძლება გავაკეთო იმისათვის, რომ შევამციროსათბური გაზებისეფექტი ატმოსფეროში და დავეხმარო დედამიწას?
შეეცადე:
        დაზოგო ენერგია სახლსა და სკოლაში (გამორთე შუქი, როდესაც არ გჭირდება ის, არ დატოვო ელექტრონული მოწყობილებები ქსელში ჩართული, როდესაც მათ არ იყენებ და .). ენერგიის დიდი ნაწილი გამომუშავდება იმ საწვავის დაწვით, რომელიც ზრდის სათბურ გაზებს.
        გამოიყენე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან ველოსიპედი მანქანის მაგივრად: ბენზინი და ნავთი წვისას დიდი რაოდენობით სათბურ აირებს გამოყოფენ.
        დარგე ხეები.
        დაახარისხე და გადაამუშავე ნარჩენები.
        იყიდე ენერგის დამზოგავი პროდუქტები.
        მოუყევი სხვებს კლიმატის ცვლილების  და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მისი ეფექტების  შემცირება.
 

Spring Alive is supported by

HC Group