Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   საყელოიანი წინტალა
sound offsound on
Print
Send to friend

საყელოიანი წინტალა

 
საყელოიანი წინტალა მცირე ზომის ჭაობის ფრინველია. სიდიდით დაახლოებით შოშიას ხელაა. აქვს მოკლე ნისკარტი და თხელი, გრძელი ფეხები. სხეულის ზედა ნაწილი ქვიშსფერი-მოყავისფროა, ქვედა ნაწილი - თეთრი. შეწყვილების პერიოდისას აქვს ფორთოხლისფერი ფეხები და ნისკარტი, ნისკარტზე შავი დაბოლოება და მოუჩანს თეთრი ხაზი გაშლილ ფრთებზე. არ ახასიათებს მშვიდი და ერთფეროვანი ფრენის მანერა. ტიპიურად ძალიან დაბლა დაფრინავს და ამ დროს შეიმჩნევა გრძელი ფრთები და კუდი. მიწაზე დაშვებამდე ლივლივებს და  დაშვებისას გაშლილი ფრთებით მცირე გარბენს აკეთებს.
 
რას ჭამენ?
ეს ფრინველები საკვებს სანაპიროებზე, სწორ ადგილებში ეძებენ. იყენებენ მხედველობას და ტალღების მოძრაობას. იკვებებიან მწერებით, კიბოსნაირებთ და მატლებით.
 
საკვების მოსაპოვებლად ორი გამორჩეული ქცევა ახასიათებთ: ყველაზე ხშირად - „შეჩერება - გარბენი - აკენკვა“. უფრო ნაკლებად კი ფეხის განმეორებითი დარტყმა ქვიშაზე. თავს არიდებენ ღამე ნადირობას, მაგრამ გამონაკლისია სანაპიროები ზაფხულში, როდესაც ძირითად საკვებს ამფიპოდები წარმოადგენენ.
 
ზომები
სიგრძე: 13-20 სმ
ფრთის შლილი: 48-57 სმ.
წონა: 55- 75 გ
 
ჰაბიტატი
საყელოიანი წინტალას შეწყვილების ჰაბიტატი გაშლილი სანაპიროები და დაბლობებია ჩრდილოეთ ევრაზიასა და არქტიკულ ჩრდილო-დასავლეთ კანადაში. ზოგიერთი ბუდობს სანაპიროებიდან მოშრებითაც, მაგ დასავლეთ ევროპაში ჩრდ. საფრანგეთში. იბუდებენ მიწაზე, გაშლილ ადგილას, სადაც მცენარეული საფარი არ არის ან ძალიან მცირეა.
 
ბუდე, კვერცხები და ბარტყები
ბუდეს აშენებს მამრი, რომელიც მიწას ფეხებით ეჭიდება და ტრიალებს. ბუდის აშენება არშიყობის ცერემონიაა. მამრი ტერიტორიაზე ტიპიურად რამდენიმე ორმოს აკეთებს და მათგან ერთ-ერთს წყვილი ერთად ირჩევს.
ბუდე წარმოადგენს თხელ ჩაღრმავებას, რომელიც გარს შემოვლებულია მცირე კენჭებით, ნარჩენებით, მცენარეების ნაწილებითა და ნიჟარებით. შეიძლება იყოს მიწაში, ქვიშაში და კენჭებში, ან ძალიან დაბალ მცენარეებშიც. თუმცა ყოველთვის ახლოსაა მეჩხერ წყალთან. ხანდახან ჩაღრმავება ქვიშაშია და არაფერი აქვს შემოვლებული. დიამეტრი 10-12 სმ და სიღრმე - 4 სმ.
კვერცხები ასიმეტრიულია - ერთი ბოლო შედარებით ბრტყელი და მეორე უფრო წვეტიანი. ნაჭუჭი გლუვია, თუმცა არ პრიალებს.  შეფერილობა და ლაქები მრავალფეროვანია. მდედრი ძირითადად 4 კვერცხს დებს. იშვიათად 3-ს ან 2-ს. თუ ერთი ბუდობა დაიკარგა, მდედრს შეუძლია 3-4 ბუდობა კვერცხი კვლავ დადოს.
თუ ბუდეს პოტენციური მტაცებელი მიუახლოვდა, ზრდასრული ტოვებს მას და ცდილობს, თავდამსხმელი გაიტყუოს ხმით ან თავის მოჩვენებით, რომ ტრავმირებულია.
ბარტყებს გამოჩეკვისას უკვე აქვთ ღინღლი და ბუდეს 10 საათის შემდეგ ტოვებენ. საკვებს დამოუკიდებლად პოულობენ, მაგრამ ერთ-ერთი მშობელი მაინც ყოველთვის ახლოსაა. მშობლები ათბობენ ღამით და ცუდი ამინდის შემთხვევაშიც. 24-25 დღეში ფრენას იწყებენ, რამოდენიმე დღის შემდეგ კი სრულიად დამოუკიდებლები ხდებიან.

Spring Alive is supported by

HC Group