Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   გუგული
sound offsound on
Print
Send to friend

გუგული

 
 
გუგული დაახლოებით მტრედის ზომის ფრინველია. სხეულის ზედა ნაწილი ნაცრისფერი, ქვედა კი - თეთრი და ზოლიანია. მათი შემჩნევა არც ისე ადვილია. თუ მათ დაინახავთ, დიდი ალბათობით მუქი ფერის სილუეტის სახით, რომელიც სწრაფად და ჩუმად დაფრინავს. ამის მიუხედავად, მისი საყოველთაოდ ცნობილი შეძახილი „გუ-გუ!“ გაგონილი გექნებათ.
გუგულები თითქმის ყველა სახის რელიეფზე ცხოვრობენ - ტყითა და მდელოებით დაწყებული, მთის კალთებით დამთავრებული. საინტერესო ფრინველები არიან იმ კუთხით, რომ არასოდეს აკეთებენ საკუთარ ბუდეს და კვერცხებს სხვა ფრინველების ბუდეში დებენ. გუგული უფრო ადრე იჩეკება, ვიდრე მობუდარი ფრინველის საკუთარი კვერცხი და დანარჩენ კვერცხებს ბუდიდან ყრის.
რას ჭამენ?
მათი საკვები მწერები - ძირითადად პეპლები (მუხლუხოები)  და ხოჭოები არიან. არ გამოარჩევენ კონკრეტულ სახეობას და იჭერენ იმ მწერებს, რომლებიც ყველაზე მრავალრიცხოვანი და ადვილად საპოვნელია.
გუგულის ბუდე
როგორც ვთქვით, საკუთარი ბუდის აშენების მაგივრად  კვერცხს სხვა ფრინველის (მაგ. ტყის ჭვინტაკა, მდელოს მწყერჩიტა) ბუდეში დებენ. როდესაც მდედრი გუგული შესაფერის ბუდეს იპოვის და სხვა ფრინველი ახლოს არაა, მისი კვერცხებიდან ერთ-ერთს ბუდიდან აგდებს და საკუთარს დებს. ხანდახან გუგულის ბარტყი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მობუდარი ფრინველის და მშობლებსაც გაცილებით მეტი შრომა უწევთ მათ გამოსაკვებად.
ზამთრობა
ევროპაში მობუდარი გუგულის ზამთრობის ადგილები აფრიკაში, ძირითადად სავანაში მდებარეობს. ზოგიერთი ფრინველი დასავლეთ აზიიდან ევროპაში ზამთრობს, სხვები - აზიაში და ახალ გვინეაში.
გუგულის პოპულაცია ევროპაში
ევროპაში ამ ფრინველის პოპულაცია საკმაოდ დიდი და სტაბილურია. თუმცა,  დასავლეთ ევროპის პოპულაციის ზომა კლებულობს, ყველაზე მეტად - საფრანგეთში.

Spring Alive is supported by

HC Group