Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს
Print
Send to friend

ფრინველების დახმარება საკვების სიმცირის დროს

Threats and hazards to migrating birds
Photo – Nigel Blake
საკვების სწორ ადგილას და წელიწადის შესაბამის დროს განთავსებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ფრინველებს მაშინ, როდესაც ამ მხრივ ყველაზე მეტად უჭირთ. დაეხმარებით იმაშიც, რომ გაზაფხულზე ბუდობის სეზონს ჯანმრთელები და  მომზადებულები შეხვდნენ.
ამ ყველაფრის სანაცვლოდ შეგეძლებათ, დატკბეთ მათი ახლოდან ხილვით, შეისწავლოთ მათი ქცევა და ჩვეულებები.
ფრინველების გამოსაკვებად მრავალგვარი ნაზავი და კონსტრუქცია არსებობს, იმის მიხედვით, თუ სად გსურთ ამის გაკეთება - მაგიდაზე, მიწაზე, ხეზე...
ფრინველთა გამოკვებისას  გასათვალისწინებელია ზოგიერთი რამ, რათა სარგებლობის ნაცვლად ზიანი არ მიაყენოთ. მაგალითად, მთლიანი თხილის შეთავაზება მხოლოდ ზამთარში შეიძლება, რადგან გაზაფხულზე ახალგაზრდა ბარტყების დახრჩობა შეუძლია.
პატარა ზომის მარცვლეულ პატარა ფრინველების - ბეღურების, ჭვინტაკების, გრატას  და საყელოიანი გვრიტის საკვებად გამოიყენება.
დიდი ზომის მარცვლებით დახლოპიებით“, ასევე - უმი შვრიის ფანტელებით და სიმინდით სხვა ბევრი სახეობის ფრინველი იკვებება.
ყველაზე კარგი და მთელი წლის განმავლობაში გამოსაყენებელი საკვებია - მზესუმზირას  გულები. ცხიმიანობა უფრო მაღალია შავ, ვიდრე - ზოლიან მზესუმზირაში.
არასოდეს მისცეთ ფრინველებს მარილიანი ან მოხალული. მიწის თხილი ასევე შესაძლოა შეიცავდეს ბუნებრივ ტოქსინებს. ამიტომაც ეცადეთ, კარგი რეპუტაციის მქონე კომპანიისაგან შეიძინოთ.
მიწის თხილი მდიდარია ცხიმებით და უყვართ  წიწკანებს, მწვანულებს, ბეღურებსა და ხეცოციებს, დიდ ჭრელ კოდალებს.
ქონის ბურთულები განსაკუთრებით კარგია ზამთრის საკვებად. არ ჩაალაგოთ ისინი ნეილონის, პოლიეთილენის ან დაწნულ ჩანთებში, ისინი ფრინველებს აზიანებენ და ხანდახან მათი სიკვდილის მიზეზიც ხდებიან.
შეგიძლია, ფრინველის ნამცხვარი თავად შექმნათ. ამისათვის გამდნარი ქონი დაასხით მცენარის თესლის, გამომშრალი ხილის, შვრიის და დაჭრილი თხილეულის ნაზავს. გამოიყენეთ ერთი მესმედი ცხიმი ორ მესამედ ნაზავზე. მოურიეთ კარგად და მოათავსეთ კონტეინერში, სადაც გაშრება. არ გამოიყენოთ უკვე გამოყენებული ცხიმი, რადგან ფრინველის ბუმბულზე მოხვედრისას მას პოხავს.
 
გაუადვილე ფრინველებს საკვების პოვნა
 
განათავსე რბილი ან დაზიანებული ვაშლები და მსხლები, ან დატოვე ჩამოცვენილი ხილი ხის ქვეშ  შოშიებისა და შაშვებისათვის.
თუ ბაღში ადგილი გაქვს, დარგე კუნელი, ბაძგი, ცირცელი, ჩიტავაშლა... მათ ნაყოფს ფრინველები საკვებად იყენებენ.
მცოცავ მცენარეებზე, მაგალითად - ფითრზე, თავს აფარებენ პატარა მწერები და ობობები, რომლებზეც ფრინველები ნადირობენ.
ველური თესლოვანი მცენარეები, მაგ: Onopordum acanthium, მოიზიდავენ პატარა სკვინჩებსა თუ სტვენიებს.
ასევე შეგიძლია გაზარდო მზესუმზირა და ფეტვი, თესლები კი ჩიტებს დაუტოვო  საკვებად.
მოკლედ შეკრეჭილი ბალახი და ალაგ-ალაგ დატოვებული ნიადაგი შაშვებს, გულწითელებსა და ჭვინტაკებს გაუადვილებს მატლების მოძებნას.
საკვებთან ერთად ფრინველებს წყალი ესაჭიროებათ. არა მხოლოდ დასალევად - აბაზანისა და ბუმბულების მოსაწესრიგებლადაც. წყლის მიწვდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშრალ და ცხელ ამინდში, ან ზამთარში, როდესაც ბუნებრივი წყაროები გაყინულია. წყლის კონტეინერს დამრეცი გვერდები და უხეში ზედაპირი უნდა ჰქონდეს, რათა ფრინველებმა ამოსვლა შეძლონ.
რჩევები აბაზანის გასაკეთებლად:
 
ფრინველის საკვებურის ჰიგიენა
როდესაც ბევრი ფრინველი საკვებად ერთ პატარა ტერიტორიას ინაწილებს, დაავადების გავრცელების საფრთხე იზრდება. ბევრი დაავადება ფრინველის ექსკრემენტებით გადადის. თუ ექსკრემენტებით საკვები ან წყალი დაბინძურდება, შესაძლოა ფრინველებს ინფექცია გადაედოთ.
Threats and hazards to migrating birds
Bird feeder hygiene. Image from RSPB online shop
იმისათვის, რომ თქვენი ბაღის ფრინველები ჯანმრთელები იყვნენ
ყოველთვის მოაცილეთ ძველი ან ობიანი საკვები, რადგანაც ის ბაქტერიებისა და სოკოს გამრავლების წყაროა, რაც ფრინველების სიკვდილის მიზეზი ხდება. თუ საკვები რეგულარულად ფუჭდება, ეცადეთ, უფრო ნაკლები დადოთ.
თუ ფრინველების საკვებს პირდაპირ მიწაზე დებთ, უკეთესია, ლანგარი მაინც გამოიყენოთ, რადგან უფრო მარტივად დაასუფთავებთ. მიწაზე ღამით დატოვებული საკვები ვირთხებს იზიდავს.
გაასუფთავეთ და გარეცხეთ ფრინველების საკვებურები და აბაზანები რეგულარულად (იდეალურია 5%-იანი დეზინფექციის ხსნარი). შეუნაცვლეთ მათ ადგილები ყოველთვიურად.
წყლის კონტეინერები ყოველდღე უნდა გაირეცხოს, განსაკუთრებით კი - ცხელ თვეებში. საკვებურები დასასუფთავებლად სახლში არ შეიტანოთ, გამოიყენეთ ცალკე ჯაგრისი თუ მატერია. უმჯობესია, ხელთათმანები გეცვათ. ყოველთვის დაიბანეთ ხელები დასუფთავების შემდეგ და არასოდეს შეეხოთ მკვდარ ან ავადმყოფ ფრინველს ხელთათმანების გარეშე.

Spring Alive 2019 is supported by

HC Group