Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   შუშასთან შეჯახება
Print
Send to friend

შუშასთან შეჯახება

 
როგორ შევაჩერო ფრინველების შუშასთან შეჯახება?
ოდესმე თუ გაგიგონია შუშასთან შეჯახების ყრუ ხმა, ადგილზე მისულს კი ძირს დავარდნილი ფრინველი, ან ანაბეჭდი გინახავს?
არის შემთხვევები, როდესაც ფრინველები შეჯახებას გადაურჩებიან და მიფრინავენ. თუმცა, ყოველთვის ასე არ ხდება.
შესაძლოა, ასეთი შემთხვევის მოწმე ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ყოფილხარ, თუმცა არ დაგავიწყდეს, რომ მსოფლიოში  მილიარდობით ფანჯარაა.
 
რატომ ეჯახებიან ფრინველები ფანჯრებს?
მათ მხედველობის ძალიან ფართო - ხანდახან  360 °-იანი კუთხე  აქვთ, რაც ძალიან მოხერხებულია მტაცებლებისა თუ პოტენციური პარტნიორის შესამჩნევად. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ ორივე თვალით ძალიან მცირე მონაკვეთს ხედავენ. სწორედ ამის გამოა, რომ მათთვის შუშა შეუმჩნეველია, ან ირეკლავს ხედს. ფრინველები კი ფიქრობენ, რომ წინ დაბრკოლება არ ეღობებათ.
image
 Ewa Zyśk-Gorczyńska
 
 
ადგილები, რომლებიც დაფარულია ფართო, უწყვეტი შუშთ, ყველაზე სახიფათოა.
კიდევ ერთი, ნაკლებად ცნობილი პრობლემა არაბუნებრივი სინათლეა. ეს სინათლე განსაკუთრებით საზიანო მიგრაციის პერიოდშია, რადგან ფრინველებისათვის გზის აბნევას და სხვადასხვა ზედაპირებზე შეჯახებას იწვევს.
 
კვლევებმა აჩვენა, რომ გადამფრენი ფრინველები უფრო ხშირად ეჯახებიან შუშას, ვიდრე - მობუდარი, მაშინაც კი, როდესაც არ მიგრირებენ. ამის გამომწვევი მიზეზი ის შეიძლება იყოს, რომ ადგილობრივმა ფრინველებმა იციან სტრუქტურის განლაგება და მას თავს არიდებენ, გადამფრენი ფრინველები კი მოცემულ ტერიტორიას ნაკლებად იცნობენ.
 
image
“Lighthouse effect” – a deadly danger for birds,  photo Ewa Zyśk - Gorczyńska
 

 
image
Ewa Zyśk - Gorczyńska
 
 
რითი შემიძლია დახმარება?
საბედნიეროდ, ფრინველების შეჯახებისაგან დაცვა ძალიან მარტივია. შენ მხოლოდ შუშაზე სტიკერების გაკვრა გჭირდება, რომ ის უფრო ხილული გახადო. იყავი შემოქმედებითი!
 
image
Ewa Zyśk-Gorczyńska
 
 
როგორი სტიკერებია უკეთესი?
გამოიყენე კაშკაშა ფერები, რომლებიც კარგ კონტრასტში იქნება ფანჯარასთან. ჩიტები ყველაზე კარგად წითელსა და ფორთოხლისფერს ხედავენ.
გაითვალისწინე, რომ ფრინველებს ძალიან მცირე ადგილებს შორის შეუძლათ ფრენა და მანევრირება. მაგალითისათვის ხის ტოტები ავიღოთ.  სტიკერები ერთმანეთისაგან მაქსიმუმ 10-15 სმ-ით უნდა იყოს დაშორებული. თუ შუალედი ზრდასრული ადამიანის ხელისგულზე დიდია, ის მათ შორის გაფრენას მაინც ეცდება.
თუ შესაძლებელია, სტიკერები შუშის გარეთა მხარეს განათავსე, რათა არეკვლა უფრო ეფექტურად შეამცირო.
 
image
Palm area rule; copyrights: Szklane pułapki www.szklanepulapki.pl
 
 
მითები და რეალობა
ფრინველები შავ სტიკერებს ხედავენ: არასწორია. როგორც წესი, ფანჯრები გარედან მუქად გამოიყურება, ასე რომ,  შავი სილუეტი საკმარის კონტრასტს არ ქმნის.
მტაცებელი ფრინველის გამოსახულებიანი სტიკერები ფრინველებს შეაშინებს: თითქოს, კარგი იდეაა. სამწუხაროდ, პრაქტიკაში ნაკლებად ეფექტურია.
.
image
One shaped like birds of prey sticker does NOT work; copyrights: Szklane pułapki www.szklanepulapki.pl
 
შუშაზე მისაკრობები ცუდად გამოიყურება: სულაც არა! უამავი დიზაინია, რომელთა მოსინჯვაც შეგიძლია.
პროექტის ფარგლებში კონკურსიც კი ჩატარდა სკოლებს შორის. ბავშვებმა  ავტობუსების გაჩერებები სხვადასხვანაირად  გააფორმეს.
 
image
Windows stickers are not ugly AT ALL! Photo: Petra Holestova
 
სხვა იდეები
დაამატე ფანჯარას ფარდები, ბადე  ან ჟალუზები. ისინი შუქს ატარებენ, ფანჯრებს კი ხილვადს ხდიან. სახლიდან გასვლამდე დარწმუნდით, რომ ისინი დახურულია.
გამორთე შუქი მაშინ, როდესაც არ გჭირდება.
თუ ფრინველი ფანჯარას მაინც დაეჯახა და უმოძრაოდ წევს, შესაძლოა, მხოლოდ შოკში იყოს. თუ ცოცხალია, ერთი საათით ჩასვი ჩაბნელებულ ყუთში, რათა დამშვიდდეს და გაფრენა შეძლოს.
მოდით, გავხადოთ შუშა ფრინველებისათვის უფრო უსაფრთხო!
 
თუ ამ თემაზე მეტის გაგება გსურს, გადახედე კანადურ გვერდს www.flap.org 
 
 
Copyrights: CSO (BirdLife Czech Republic)
 
 
 

Spring Alive 2019 is supported by

HC Group