Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   როგორ მივიღო მონაწილეობა
Print
Send to friend

როგორ მივიღო მონაწილეობა

 
 
Spring Alive შთამაგონებელი, თუმცა მარტივი და სახალისოა
კამპანიის ნაწილი სამი გზით შეიძლება გახდე:
1.    აქტივობები პროგრამის ფარგლებში
შეამოწმე კალენდარი და ნახე, რა ღონისძებებია დაგეგმილი შენს ქვეყანაში BirdLife- პარტნიორი ორგანიზაციის მიერ. ეს შეიძლება იყოს ფრინველებზე დასაკვირვებელი ტურები, პიკნიკი ფრინველთა თემატიკით, ფესტივალი თუ შეხვედრა ფრინველთა მოყვარულებისათვის.
უბრალოდ, იყავი ჩვენთან ერთად, ისიამოვნე ბუნებით და დაეხმარე მას, როცა ამის შესაძლებლობა გაქვს.
2.    დაეხმარე ფრინველებს
შენ მართლა შეგიძლია ფრინველების დახმარება, და შენი ნებისმიერი ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეგიძლია ეს გააკეთო დამოუკიდებლად ( ბმული „როგორ დავეხმარო ფრინველებს?“) მაგალითად: მათი გამოკვებით ცივ ზამთარში, ან - კონსერვაციულ აქტივობებში ჩართვით. შეგიძლია გახდე Birdlife -ის პარტნიორი ორგანიზაციის წევრი შენს ქვეყანაში. წაახალისე მეგობრები, რომ შემოგიერთდნენ.
3.    დაამატე შენი დაკვირვება საიტზე 
საიტზე ჩვენ ვახორციელებთ მარტივ, მოქალაქეების აქტივობაზე დაფუძნებულ კვლევას. შენ მხოლოდ ის გჭირდება, რომ საიტზე  მონიშნო თეთრი ყარყატის, სოფლის მერცხლის, გუგულის, ნამგალას, კვირიონისა და მენაპირე მერცხლის პირველი დანახვა და ადგილი ყოველწლიურად. 
4.    როგორ დავარეგისტრირო ჩემი მონაცემები?
მონაცემების დარეგისტრირება ძალიან მარტივია. მიყევი შემდეგ საფეხურებს:

ისწავლე კამპანიის 6 მთავარი ფრინველის ცნობა: გუგული, სოფლის მერცხალი, ნამგალა, თეთრი ყარყატი, კვირიონი, მენაპირე მერცხალი.
გაიგე, დაახლოებით როდის ბრუნდებიან ისინი შენს ქვეყანაში.
ამ პერიოდის განმავლობაში ყურადღებით იყავი. ეცადე დაინახო ისინი, ან გაიგონი მათი ხმა.
გახსოვდეს!  მხოლოდ მათი პირველი დანახვა უნდა მონიშნო საიტზე!
  •   გახსენი ფორმა. სექცია „დაამატე დაკვირვება“ და შეავსე ყველა საჭირო ველი.
  •  როდესაც ყველა ველს შეავსებ, დააჭირე ღილაკს გაგზავნა (submit)
  • ამის შემდეგ შეამოწმე რუკა და ნახე, როგორ მიიღე მონაწილეობა გაზაფხულის შემოსვლის აღწერაში.
  • უთხარი შენს მეგობრებს პროგრამის შესახებ.
დაკვირვებების გაკეთება შეგიძლია შენს უბანში, სკოლის შორიახლოს თუ მშობლეთან სეირნობისას კვირის ბოლოს. თუნდაც, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული აქტივობებისას.
უბრალოდ, ისიამოვნე ბუნებით!

Spring Alive is supported by

HC Group