Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   მიგრაციის შესახებ
Print
Send to friend

მიგრაციის შესახებ

ფრინველებისათვის დამახასიათებელი ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი უნარი ათასობით კილომეტრის გადალახვაა. ისინი ყოველწლიურად უზარმაზარ მანძილს გადიან და თბილ ქვეყნებში ზამთრობენ. ფრინველთა ბევრი სახეობა მიგრაციის დაწყებამდე დიდ ჯგუფებად იკრიბება.
ფრინველები საკვების გამო მიგრირებენ. ევროპაში ზამთრობით ადვილი არაა მწერებისა და მცენარის თესლის პოვნა,  თუმცა, უფრო თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში ისინი უხვად მოიპოვება.
მიგრაცია სახეობების გადარჩენას უწყობს ხელს, იმის მიუხედავად, რომ ინდივიდები გადაფრენისასაც იღუპებიან.  
გადაფრენისას რომ გადარჩნენ, ისინი ჯანმრთელები უნდა იყვნენ, ჰქონდეთ ბევრი ცხიმი და ბუმბული. ბუდობის დასრულების შემდეგ, მიგრაციამდე, ისინი იცვლებიან - ხდება კანქვეშა ცხიმის დაგროვება, იცვლება ზაფხულში დაზიანებული ბუმბული.
ფრინველები ინფორმაციის უმეტესობას გარემოდან იღებენ - მზე, ვარსკვლავების განლაგება, დედამიწის მაგნიტური ველი....  ისინი აკვირდებიან მზისა და ვარსკვლავების განლაგებას, მაგნიტურ ველს კი სპეციალური ორგანოთი გრძნობენ, რომელიც მათ ნისკარტს ზემოთ მდებარეობს

Spring Alive is supported by

HC Group