Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   მენაპირე მერცხალი
sound offsound on
Print
Send to friend

მენაპირე მერცხალი

 
 
მენაპირე მერცხლები მერცხლისებრთა ოჯახის ყველაზე პატარა ზომის წარმომადგენლები არიან. ზედა მხარე მუქი ყავისფერია. მუქია ფრთებიც. მუცელი ღია შეფერილობისაა.  კისერი მუცლისაგან გამოყოფილია ყავისფერი, ფართო ზოლით.
ახასიათებთ მოქნილი ფრენა. წყალთან ახლოს იკვებებიან. სხდებიან მავთულებსა და პატარა ტოტებზე.  ცხოვრობენ ჯგუფებად ზამთრობით და შეწყვილების სეზონზე.
ბოლო 50 წლის განმავლობაშიევროპის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ერთ-ერთი მიზეზი იყო გვალვა აფრიკის ზამთრობის ტერიტორიებზე.
ამ სახეობაში შედის რვა ქვესახეობა.
პოპულაციის ზომა: 10.000.000-500.000.000 (ევროპის პოპულაცია: . 7.280.000-16.000.000) ზრდასრული ინდივიდები
პოპულაცია იკლებს
IUCN
კატეგორია: LC
რას ჭამენ?
უხერხემლოებს, რომლებსაც ფრენისას იჭერენ.
პატარა მწერებს, ძირითადად კოღოებს, ბუზებს, რომლებსაც წყლის ზემოთ იჭერენ. იშვიათად - მიწაზე .
ზომები:
სიგრძე: 12სმ
ფრთის შლილი: 26-29სმ
წონა: 13-14
საიდენტიფიკაციო მახასიათებლები:
ბუმბულის ფერი: ყავისფერი, კრემისფერი, თეთრი
ფეხის ფერი: ყავისფერი
ნისკარტი: შავი. მოკლე და თხელი.
ჰაბიტატი: წლის ნაპირები, ფერმების შორიახლოს ტენიანი ადგილები. გაშლილი სივრცეები წყლის მახლობლად. მდინარის სილიანი ნაპირები და კლდეები.  
ბუდობა
მენაპირე მერცხლები ჯგუფებად ცხოვრობენ და ბუდობენ კოლონიებად, რომლებიც შეიძლება 100-მდე წყვილსაგან შედგებოდნენ. ისინი გვირაბებს თხრიან ქვიშიან, მშრალ, ვერტიკალურ ადგილებზე, ქვიშს შეღრმავებებში, კლდეებში, განსაკუთრებით - კედლებში დატანებულ მილებსა და აგურით ნაშენი კედლების ხვრელებში.
მამრებიცა და მდედრებიც აკეთებენ ჰორიზონტალურ, 45-90 სმ სიგრძის გვირაბს, რომელიც ბოლოვდება ერთი განყოფილებით. შესაფერისი ადგილები შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში იყოს გამოყენებული. ახალ გვირაბებს თხრიან კლდის ჩამოშლის ან ხვრელის გადიდების შემთხვევაში (მაგ. თუ ბეღურები ან შოშიები დასახლდებიან).
ბარტყები
თეთრი კვერცხები, ჩვეულებისამებრ ოთხი ან ხუთი, იშვიათად - შვიდამდე, ზოგადად მაისის ბოლოს და ივნისის დასაწყისში იდება.  ბუდე ამოფენილია ბუმბულით, ბალახითა და ფოთლებით. კვერცხებზე ზის ორივე პარტნიორი. ინკუბაცია დაახლოებით 14 დღე გრძელდება.
ბარტყებს ბუმბულო 19 დან 24 დღემდე ამოსდით. ამის შემდეგ კიდევ ერთი კვირა მშობლებზე არიან დამოკიდებული. თითოეული ზაფხულის განმავლობაში იზრდება ორი თაობა.
 

Spring Alive is supported by

HC Group