Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   თეთრი ყარყატი
sound offsound on
Print
Send to friend

თეთრი ყარყატი

 
 
თეთრი ყარყატები მაღალი ფრინველები არიან, გრძელი კისრით და წითელი, გრძელი ფეხებითა და ნისკარტით. სხეული თეთრია, გარდა შავი, გარდამავალი შეფერილობის ბუმბულისა ფრთებზე. თვალებს გარშემო აქვთ მცირე ზომის მუქი კანი.  
გარდა იმისა, რომ თეთრი ყარყატი ვიზუალურად ადვილი საცნობია, მათ დამახასიათებელი ხმაც აქვთ - ნისკარტებს ერთმანეთს სწრაფად უკაკუნებენ.
ლაკლაკის ნახვა ყველაზე ადვილი ბუდეშია, მაგრამ მათი პოვნა ახლად გათიბულ მინდორში და ჭარბტენიან მინდვრებზეც შეიძლება.
ბუდეებს აშენებენ მაღალ ადგილებზე, საიდანაც გარემოზე კარგი ხედი აქვთ. ევროპაში მარტიდან აგვისტოს ბოლომდე ცხოვრობენ.
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან ახალგაზრდა და ზრდასრული თეთრი ყარყატი?
ორივე სქესი ერთმანეთის მსგავსია, თუმცა მამრები ოდნავ დიდები არიან. ახალგაზრდებს ნაცრისფერი ნისკარტი აქვთ. არც მათი ფეხებია კაშკაშა წითელი. ბუმბულიც მონაცრისფრო აქვთ, მშობლებისაგან განსხვავებით.
რას ჭამენ?
ლაკლაკები იკვებებიან მღრღნელებით, მატლებით, პატარა რეპტილიებითა და ამფიბიებით. არ აქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები - მოიპოვებენ იმ საკვებს, რომელიც ყველაზე გავრცელებულია მათ საცხოვრებელში.
ბუდე
ეს ფრინველები არ ერიდებიან ბუდეების ადამიანებისაგან შექმნილ კონსტრუქციებზე აშენებას. ეს ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან დაიწყეს. მათი პოვნა შეიძლება სახლების სახურავებზე, კოშკურებზე, საბუხრეებზე, გადამცემ ანძებზე, თივის ზვინებზე და ა.შ.
ყარყატები ყოველ წელს ერთსა და იმავე ადგილას ბრუნდებიან შესაწყვილებლად. იკავებენ იგივე ბუდეს, ან ძველთან ახლოს აშენებენ ახალს. ბარტყებიც მუდამ ცდილობენ იმ ადგილთან დაბრუნდნენ, სადაც დაიბადნენ. ზოგიერთი ბუდე შესაძლოა ასეულობით წლის განმავლობაშიც იყოს გამოყენებული!
ზამთრობა
ზამთრობენ ცენტრალურ აფრიკაში
თეთრი ყარყატების პოპულაცია ევროპაში
სამწუხაროდ, ამ ფრინველების ნახვა ევროპის მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაშია შესაძლებელი. გასული საუკუნეების განმავლობაში დაბრუნებული ფრინველების რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, კლიმატის ცვლილება და ჭარბტენიანი ჰაბიტატის შემცირებაა.
NABU, Birdlife-ის გერმანელი პარტნიორი,  6 თეთრ ყარყატს გადამცემით ადევნებს თვალს. მათი ნახვა შეგიძლიათ   ბმულზე.

Spring Alive is supported by

HC Group