Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   სოფლის მერცხალი
sound offsound on
Print
Send to friend

სოფლის მერცხალი

 
 
მერცხლები პატარა ზომის ფრინველები არიან მუქი, მბრწყინავი შეფერილობის ზურგითა და ჟანგისფერი-მეწამული ყელით. ქვედა მხარე თეთრი აქვთ. ყველაზე ადვილად მათი ცნობა ორად გაყოფილი, გრძელი კუდით შეიძლება. ფრენისას შესაძლოა სრულიად შავები ჩანდნენ. ახასიათებთ მსუბუქი და სწრაფი ფრენა.
მერცხლები ჯდომას მავთულებსა და სახლების კიდეებზე ამჯობინებენ. იმდენად ხმამაღლა ჭიკჭკებენ, რომ შესაძლოა გაგაღვიძონ კიდეც! გაზაფხულობით ევროპის ჩრდილოეთით ბრუნდებიან გასამრავლებლად და ბარტყების გასაზრდელად. ბუდეს ნერწყვითა და ტალახით აშენებენ, რომელსაც პატარა თასის ფორმა აქვს.

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან მერცხალი და ნამგალა?
ნამგალები მერცხლებზე დიდები არიან, აქვთ უფრო გრძელი და გაცილებით წვრილი, ნახევარმთვარისებრი ფრთები. მერცხლების კუდი კი გაცილებით გრძელია და უფრო მეტად გაყოფილი.
დასამახსოვრებელია, რომ სოფლის მერცხალს უფრო მეტად სოფლებსა და ქალაქგარეთ შეხვდებით, ნამგალებს კი - ქალაქებში.

როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან ახალგაზრდა და ზრდასრული მერცხალი?
ახალგაზრდა მერცხლები ზომით უფრო პატარები არიან და თავიანთ მშობლებთან შედარებით პატარა კუდი აქვთ. თუ ფერმასთან ან სოფლად ცხოვრობთ, შესაძლოა ბუდე ძველ შენობასა და სათავსოშიაც იპოვოთ. თუ  არ იხმაურებთ და შეუმჩნევლად მიუახლოვდებით, შეგეძლებათ ნახოთ, როგორ კვებავენ ბარტყებს.   
რას ჭამენ?
ძირითადად ფრთიანი მწერებით იკვებებიან, რომლებსაც ფრენისას ან წყლის ზედაპირიდან იჭერენ.
ბუდე
ბუდე დამალულია  შენობაში ან ხიდის ქვეშ. აქვს სფეროსებური ან ნახევარწრისებრი, თასის ფორმა, რომელიც შეკრულია ბალახით, ნერწყვით, ტალახითა და თიხით;  ზედაპირზეა მიმაგრებული და ზემოდან ყოველთვის ღიაა.

ზამთრობა
ზამთრობის ადგილები  აფრიკის დასავლეთ ნაწილში, ეკვატორული ზონიდან ზემოთ, კონტინენტის  სამხრეთ საზღვარზეა.
მერცხლების პოპულაცია ევროპაში

მერცხალი საკმაოდ გავრცელებული ფრინველია ევროპაში და პოპულაციაც სტაბილურია.

Spring Alive is supported by

HC Group