Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   ნამგალა
sound offsound on
Print
Send to friend

ნამგალა

 
 
ნამგალა მუქი ყავისფერი - მოშავო ფრინველია, თუმცა ფრენისას მთლიანად შავი ჩანს.   აქვს გრძელი, ნახევარმთვარისებრი ფრთები და მოკლე, გაყოფილი კუდი. თუ მერცხლისაგან გარჩევა გიჭირთ დაიმახსოვრეთ, რომ ნამგალები ფრენისას ფრთებს არ ხრიან. ამ ფრინველს ვერც მიწაზე დამჯდარს ნახავთ - მათი საბუდარი ადგილები დამალულია სახურავებზე და მაღალ კედლებში, სადაც ძალიან სწრადაფ მიფრინავენ. ნამგალები სიცოცხლის ხანგრძლივობითაც გამოირჩევიან - ზოგიერთი 21 წელსაც კი აღწევს! 
ეს ფრინველები არ სხდებიან. შეიძლება ნახოთ, როგორ სწრაფად  და ხმაურით დაფრინავენ მათი გუნდები სახურავებს მაღლა,  საღამოობით. ნამგალები საოცარი მფრინავები არიან და თითქმის მთელს ცხოვრებას ფრენაში ატარებენ. მიწაზე მხოლოდ შეწყვილებისთვის ჩამოდიან, რადგან  ჰაერში, ფრენისას სძინავთ.
მათი ნახვა ყველაზე ადვილი ისეთ ადგილებშია, სადაც ბუდეების გაკეთება ბზარებში, ხვრელებსა და ფრინველების ყუთებში შეუძლიათ. დაიმახსოვრეთ, რომ ისინი ხშირად ცხოვრობენ დასახლებულ ადგილებში.

როგორ განვასხვავოთ ნამგალა და მერცხალი?
ნამგალა შესამჩნევად დიდია მერცხალზე.  ნამგალას ფრთებიც უფრო გრძელია, თუმცა - ვიწრო. ფრთები ფრენისას არ იკეცება. ნამგალას კუდი გაცილებით მოკლე და ფართოა, ვიდრე მერცხლის.
საგულისხმოა ისიც, რომ სოფლის მერცხალს ქალაქგარეთ უფრო იპოვით, ნამგალას ნახვა კი დაუსახლებელ ადგილას იშვიათად შეიძლება.
რას ჭამენ?
ნამგალები მხოლოდ ფრთოსან მწერებსა და მცირე ზომის ობობებს ჭამენ, რომლებიც ჰაერში არიან.
ბუდე
ბუდეს აშენებენ შენობებისა და ნანგრევების კედლებში - ბზარებში, აგურებს შორის, ხვრელებში, კრამიტის ქვეშ, შენობებში კარგად დამალულ ცარიელ ადგილებსა და ფრინველის ყუთებში.
ბუდე თასის ფორმისაა და შეკრულია ბუმბულით, ფოთლებით, ხავსით, ნარჩენებით და ა.შ. ამ ყველაფერს ნერწყვით აწებებენ.
ზამთრობა
ზამთრობენ აფრიკაში, საჰარას სამხრეთით, აღწევენ სამხრეთ აფრიკამდე.
პოპულაცია ევროპაში
ევროპაში ნამგალების პოპულაცია დიდი და სტაბილურია.

Spring Alive is supported by

HC Group