Like most websites we use cookies. If you're happy with that, just carry on as normal - otherwise to find out more click here.
 
 
 
Search on the website:
Help Us Help Birds!
Home   ›   საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ
Print
Send to friend

საფრთხეები, რომლებიც გადამფრენ ფრინველებს ემუქრებათ

Threats and hazards to migrating birds
Photo – Cezary Korkosz
ჩვენთვის კარგად ცნობილი ზოგიერთი გადამფრენი ფრინველის სახეობა გასაჭირშია. მაგალითად, დღესდღეობით პატარები გაცილებით იშვიათად იგებენ გუგულის შეძახილს, ვიდრე მათი ბებიები და პაპები.
ამ ფრინველის გაიშვიათების ბევრი მიზეზი არსებობს.
კლიმატის ცვლილება თბილ ზამთარსა და ნაადრევ გაზაფხულს იწვევს. იმ დროისათვის, როდესაც ფრინველები საბუდარ ადგილებზე   ბრუნდებიან,  ახალი ფოთლებისა და იმ მუხლუხოების  სეზონი, რომლებითაც ისინი იკვებებიან, დასრულებულია. შესაბამისად, ფრიველებს ბარტყების გამოკვების პრობლემა ექმნებათ.
კლიმატის ცვლილება იწვევს გვალვას აფრიკაში. იმ უდაბნოს ზომა, რომელიც მათ უდა გადაიფრინონ, დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება.
გადამფრენი ფრინველების ბევრი სახეობა ადამიანთან ერთად უკვე ათასეულობით წელია თანაარსებობს.  თუმცა, დღესდღეობით მიწათმოქმედება ძალიან შეიცვალა - ფერმერები ნათესებსა და ბაღებს ბალახისა და  მწერების გასანადგურებლად  წამლიან. შესაბამისად, ჩიტებსაც უჭირთ მწერების, ნაყოფის თესლის პოვნა.  ბუდის ასაშენებლადაც ნაკლები ბუჩქი, ასაკოვანი ხე და ძველი ნაგებობაა.
ქალაქების ზრდასთან ერთად ველური სახეობების  საცხოვრებელი ადგილი უფრო და უფრო მცირდება.  ფრინველებისათვის საფრთხეს წარმოადგენს მაღალი შენობები, ელექტროგადამცემი ხაზები, გზები და ქარის ტურბინები. ეს კონსტრუქციები, აშენებული არასწორ ადგილას, ყოველწლიურად ათასობით ფრინველის დაღუპვის მიზეზი ხდება.
ყოველწლიურად, სროლისა და მახეების შედეგად მხოლოდ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში გადაფრენისას ნახევარი მილიარდი ფრინველი იღუპება. მათგან ბევრი იმ სახეობას მიეკუთვნება, რომელიც მცირდება. ასეთი სახის ნადირობა ხშირად არაკანონიერია და წინააღმდეგობაშია საერთაშორისო შეთანხმებებთან. ამის მიუხედავად, ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნადირობა მათი ტრადიციული უფლებაა, განაგრძობენ მათ ხოცვას და დატყვევებას.

Spring Alive 2019 is supported by

HC Group