კამპანია შენი მშობლიური ადგილებისათვის

გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო?

Threats and hazards to migrating birds
Photo – Cezary Korkosz
გაწუხებს ის ფაქტი, რომ შენს საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ტყეს/გამწვანებას ზიანი ადგება, მაგრამ არ იცი, რა მოიმოქმედო? იქნებ შენი საყვარელი ადგილი გაქვს ბუნებაში და გინდა დარწმუნდე, რომ ის დაცული იქნება?
შენი, როგორც ადგილობრივის ცოდნა, უპირატესობას გაძლევს. პირველი, რაც უნდა გააკეთო ის არის, რომ დაუკავშირდე Birdlife - ს  პარტნიორს შენს ქვეყანაში და შეატყობინო საფრთხის შესახებ.
შესაძლოა იპოვო ჯგუფი, რომელიც ამ ადგილის დასაცავად უკვე იბრძვის. თუ არა,  შეგიძლიათ თავად წამოიწყო კამპანია, რომელშიც ორგანიზაცია ან დაგეხმარება, ან საჭირო ადამიანებთან დაგაკავშირებს.
მოუყევი ადგილობრივ გაზეთსა თუ რადიოს პრობლემის შესახებ. გამოაქვეყნე პოსტი, თუნდაც - ფეისბუქზე. სთხოვე მეგობრებს, რომ გააზიარონ. შესაძლოა, შენს გარდა კიდევ მრავალ ადამიანს აინტერესებდეს ეს საკითხი და სიხარულით შემოგიერთდეს.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ხშირად იღებს მონაწილეობას იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც ამ ტერიტორიას შეეხება. მიმართე  მათ და უთხარი, თუ რატომ უნდა იყოს ეს ადგილი დაცული.
თუ პრობლემა ნარჩენების გადაყრას, მახეებს და ნადირობას შეეხება, დიდი ალბათობით - უკანონოა. შეატყობინე შესაბამის ორგანოს.

ადამიანთა ძალისხმევას შეუძლია შეინარჩუნოს განსაკუთრებული ადგილები
ამ პარაგრაფში მოთხრობილია, თუ როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ზოგიერთი მნიშვნელოვანი ტერიტორია განადგურებისაგან.
ბოლო წლებში ჩვეულებრივმა ადამიანებმა შეძლეს და ბევრი ფრინველთათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია გადაარჩინეს.
როსპუდას ხეობა, სამხრ. აღმოსავლეთ პოლონეთში, ევროპის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უკანასკნელი ველური ადგილია. ეს ტორფით მდიდარ, ჭარბტენიანი ტერიტორიები და უძველესი ტყე მრავალი სახეობის რეფუგიუმს წარმოადგენს - ფოცხვერის, მგლის, თახვის, თეთრკუდა ფსოვის, რუხი წეროს, ღალღას....
1996 წელს დეველოპერებმა წარადგინეს შემოვლითი გზის მშენებლობის გეგმა, რომელიც სწორედ ამ ხეობაზე უნდა გასულიყო.  ამან დიდი პროტესტი გამოიწვია. ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისა და მოქალაქეების თანამშრომლობამ და მათ მიერ წამოწყებულმა კამპანიამ განაპირობა ხეობის გადარჩენა..
მალტაში მოხალისეებს დიდი როლი აკისრიათ გადამფრენი ფრინველების უკანონო ხოცვის შეჩერებაში. ყოველწლიურად, Birdlife მალტა ორ კონსერვაციულ ბანაკს უწევს ორგანიზებას - აპრილსა და სექტემბერში.
მოხალისეები მრავალი ქვეყნიდან ჩადიან მალტაში და პოლიციას არალეგალური ნადირობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ეხმარებიან.
სამხრეთ აფრიკაში, ვაკერსტრუმის ჭარბტენიანი ტერიტორიები ფრინველთა ასობით სახეობისათვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენენ. მათ შორის არიან წეროების იშვიათი სახეობები და გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ამის გარდა, ეს ადგილი სამხრეთი აფრიკის მდინარეთა სისტემების მომარაგების მნიშვნელოვანი წყაროა.
2008 წელს ამ ტერიტორიას დიდი საფრთხე დაემუქრა, რადგანაც მისი ქვანახშირის მაღაროდ გადაკეთება დაიგეგმა. Birdlife-ს პარტნიორებმა სამხრეთ აფრიკაში, ადგილობრივი ფრინველთა კლუბების დახმარებით, ჩამოაყალიბა არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფი, რომელიც შეუდგა ადგილის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ლობირებას.
2010 წელს კომპანიამ არა მხოლოდ გააუქმა პროექტის გეგმა, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფს გაწეული მუშაობის ხარჯებიც აუნაზღაურა. ამავე წლის ბოლოს ამ ადგილმა დაცული ტერიტორიის სტატუსი მიიღო (Kwamand-langampisi Protected Environment).
 

Other Themes

GLASS COLLISIONS

How can I stop birds from hitting my window?

Learn more

How to be a good Birdwatcher

HOW TO BE A GOOD BIRDWATCHER

Our top 10 tips on how to be a good birdwatcher

Learn more

Let's get to know our favourite neighbours

SWALLOWS OF MY NEIGHBOURHOOD

Barn Swallows are one of the most popular and familiar birds in the world. Let's meet them! :)

Learn more

I FOUND A BABY BIRD! WHAT SHOULD I DO?

I FOUND A BABY BIRD! WHAT SHOULD I DO?

We see a baby bird on the ground and we think it is alone, helpless, small, cold, clumsy and fluffy… it is hard to resist the urge to rescue. But often people intervene when in fact most chicks are "fledglings" that should be left alone.

Learn more

Some of our most familiar migratory birds are in trouble.

THREATS AND HAZARDS TO MIGRATING BIRDS

For example, children today are less likely to have heard the call of the Common Cuckoo than their parents, and much less likely than their grandparents.

Learn more

FEEDING BIRDS WHEN THERE IS SHORTAGE OF FOOD

FEEDING BIRDS WHEN THERE IS SHORTAGE OF FOOD

By putting out the right food at the right time of year, you can help your local birds get through times when natural food is short, and be fit and ready to breed in the spring.

Learn more

BIRD-FRIENDLY GARDEN/BALCONY

BIRD-FRIENDLY GARDEN/BALCONY

Make Spring come Alive in your garden or balcony each year!

Learn more

CITIZEN SCIENCE FOR BIRDS

Put simply, citizen science is scientific research conducted by people who are not professional scientists. Some of the biggest discoveries in the world have been made by people without official scientific qualifications or funding.

Learn more

CLEANING SURROUNDINGS OF STORK'S NESTS

CLEANING SURROUNDINGS OF STORK'S NESTS

When storks are gathering materials for their nests, they may bring back various man-made objects, without realizing that they may be dangerous.

Learn more

NEST BOXES

NEST BOXES

Many birds nest in holes. But modern forestry methods, and safety concerns in towns, mean that there are fewer old trees with hollows where birds can make their nests.

Learn more

Other Spring Alive websites